Loading data...
ზელენსკი: სურს უკრაინას მშვიდობა? დიახ, ნებისმიერ ფასად? არა, ჩვენ ომის დასრულება გვინდა, მაგრამ არა უკრაინის დასასრული

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა და ქვეყანაში მიმდინარე ოთხ წლიან ომზე ისაუბრა. 

„რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ. ნებისმიერ ფასად? არა. ჩვენ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ არა უკრაინის დასასრული. დაღლილები ვართ? ძალიან. ეს იმას ნიშნავს, რომ დანებებისთვის მზად ვართ? ისინი, ვინც ასე ფიქრობენ, ძალიან ცდებიან და ნათელია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, თუ ვინ არიან უკრაინელები.

გვსურს თუ არა ომის დასრულება? აბსოლუტურად. რატომ არ მოხდა ეს? პასუხი ჩვენს მეზობლად არის. შეუძლია თუ არა რუსეთს ომის დასრულება? დიახ. სურს თუ არა მას ეს? არა. შეუძლია თუ არა მსოფლიოს, რომ მას ეს აიძულოს? დიახ და ეს ერთადერთი გზაა, რომელიც იმუშავებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.