Loading data...
ზელენსკი - სუმზე დარტყმას არ შეიძლება შეცდომა ეწოდოს, როგორც ეს დონალდ ტრამპმა თქვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმის დაბომბვასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

„ამერიკის პოლიტიკური კლასის რეაქცია რბილი და განსხვავებულია. ვფიქრობ, მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი დიპლომატია, ეს ფორმატი იმუშავებს ომის დასასრულებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, სუმზე თავდასხმას არ შეიძლება „შეცდომა“ ეწოდოს, რადგან ეს არის მკვლელობა და მიზანმიმართული შეტევა უკრაინელ ხალხზე. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო იერიში ქალაქ სუმზე, როგორც მას უთხრეს, „შეცდომა“ იყო.