1777822408
უცხოეთი
ზელენსკი სომხეთში ჩავიდა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა.
ზელენსკის პრესმდივნის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება.
სამიტი მეორე დღეს გაიმართება და ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების სერია გაგრძელდება.