Loading data...
ზელენსკი: სისხლის ღვრა უნდა შეჩერდეს და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი აღარასოდეს განახლდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჟენევაში მყოფი ჯგუფები შეხვედრებს მართავენ.

ამჟამად გუნდები, რომლებიც მუშაობენ ომის დასრულების ნაბიჯებზე, შვეიცარიაში შეხვედრებს მართავენ. კარგია, რომ დიპლომატია განახლდა და საუბარი შეიძლება, კონსტრუქციული იყოს. უკრაინული და ამერიკული გუნდები, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები, მჭიდრო კონტაქტში არიან და ვიმედოვნებ, რომ შედეგი იქნება“, - აღნიშნავს ზელენსკი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია სისხლის ღვრა შეჩერდეს და ომი აღარასოდეს განახლდეს.

„სისხლის ღვრა უნდა შეჩერდეს და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი აღარასოდეს განახლდეს. მოუთმენლად ველი დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს, ვიმედოვნებ, რომ ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება. ჩვენ ყველას დადებითი შედეგი გვჭირდება“, - დასძინა ზელენსკიმ.