Loading data...
ზელენსკი: საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობა ზოგიერთ ოლქში არადამაკმაყოფილებელია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბოლო დროს რუსების დრონების ჩამოგდებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

როგორც ზელენსკიმ ტელეგრამზე აღნიშნა, ყოველდღიური კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც მოისმინა ინფორმაცია კიევსა და მიმდებარე რეგიონში, რუსეთთან საზღვარზე და ფრონტის მახლობლად მდებარე თემებში არსებული ვითარების შესახებ.

„ვფიქრობ, საჰაერო ძალების მოქმედება უკრაინის ზოგიერთ რეგიონში არადამაკმაყოფილებელია. საჰაერო ძალების მეთაურთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ერთად განვიხილეთ, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსრულებული „შაჰედების“ უფრო ეფექტურად ჩამოგდებასთან დაკავშირებით“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.