1749199635
უცხოეთი
ზელენსკი რუსული ძალების იერიშზე - რუსეთი სტილს არ ცვლის

„ტერორისტული ქვეყანა თავის სტილს არ ცვლის. გუშინ ღამით სროლის დროს მოწინააღმდეგემ 440-ზე მეტი საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენა,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსეთი სტილს არ ცვლის. კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა ქალაქებსა და მოქალაქეებზე“, - იტყობინება ზელენსკი ტელეგრამ არხზე.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შემდეგი ქალაქები დაბომბეს - ლვოვი, ტერნოპოლი, კიევი, სუმი, პოლტავა, ხმელნიცკი, ჩეკასი, ჩერნიგოვის ოლქი.
პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაშავდა, თუმცა მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
„კერძოდ, ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ყველა მათგანი სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია“, - აცხადებს ზელენსკი.