1743938852
უცხოეთი
ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის თავდასხმებზე მსოფლიო არასაკმარისად რეაგირებს.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე.
„საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს - გააგრძელოს ტერორი იქამდე, ვიდრე ამას მსოფლიო დაუშვებს. ასეთი თავდასხმები არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე“, - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გასული კვირის განმავლობაში 460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 670-მდე თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.