ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ათობით ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტების გამოყენებას გამოეხმაურა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს იყო ძალიან აშკარა, დემონსტრაციული დარტყმა.
„რუსეთზე საკმარისი ზეწოლა არ არის. ზეწოლის უკვე არსებული ფორმატების ნებისმიერი სახის შემსუბუქება პუტინს მხოლოდ უბიძგებს, გაახანგრძლივოს ომი, მიაყენოს მეტი ზიანი ჩვენს ქვეყანას, ხალხს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. რუსეთის ქედმაღლობის მიმართ რეაგირების სისუსტე რუსეთს ომის გაგრძელების მოტივაციას აძლევს.
იმდენი სანქცია, ზეწოლა, უკრაინის ისეთი მხარდაჭერაა საჭირო, რომ რუსეთს ომის პირობებში გადარჩენის საშუალება აღარ ჰქონდეს. დარტყმის მთავარი სამიზნე ჩვენი ქალაქები, ჩვენი ენერგია, ჩვენი ხალხი იყო. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. დნეპროპში რუსულმა დრონმა პირდაპირ სახლს დაარტყა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქალაქში სამი ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ, ხარკოვშიც არის ერთი დაშავებული. გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველას“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.