ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ახლა აზრი არ აქვს, რადგან ძლიერ ქვეყნებს მომავალ შეთანხმებაზე მკაფიო პოზიცია ჯერ არ აქვთ
რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ახლა აზრი არ აქვს, რადგან „ძლიერ ქვეყნებს“ მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სასურსათო უსაფრთხოების მარცვლეულის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა კონსოლიდირებული პოზიცია, რომელიც რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს აიძულებს, დაასრულოს ომი და არა მოლაპარაკებების მაგიდასთან ახალი პირობები დააყენოს.
„მასთან მოლაპარაკება დღეს, როდესაც არ არსებობს ძლიერი ქვეყნების პოზიცია, რომლებიც სამართლიანი მშვიდობის მხარეს იქნებიან, უბრალოდ დროის გაწელვაა. ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ კრემლი მხოლოდ აცხადებს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, სინამდვილეში კი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ომში შეჰყავს და უკრაინას ახალი კლასის რაკეტებით ესხმის თავს. ზელენსკის თქმით, პუტინი თავისი ქმედებებით „მესამე მსოფლიო ომისკენ ხსნის გზას“.