Loading data...
ზელენსკი: რუსეთს ახალი წლის ღამესაც მხოლოდ ის აინტერესებდა, რომ უკრაინისთვის ზიანი მიეყენებინა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 1 იანვრის ღამეს უკრაინაზე მიტანილ იერიშებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე დრონებით 111 შეტევა განხორციელდა და დაღუპულია ერთი ადამიანი.

„რუსეთს ახალი წლის ღამესაც კი მხოლოდ ის ადარდებდა, რომ უკრაინისთვის ზიანი მიეყენებინა. დრონების 111 იერიში ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ. მათმა უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ. ასევე, არიან დაშავებულები“, - აცხადებს ზელენსკი.