ზელენსკი: რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 450 დრონი და 30 რაკეტა გამოიყენა, მათი მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო
რუსეთმა 450-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნე ქვეყნის სამხრეთში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შემდეგ კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და ჩერნიგოვის ოლქებში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ნახოს, რას აკეთებს ახლა რუსეთი, ყოველი ნაბიჯი, ყოველი თავდასხმა, რადგან ეს ნამდვილად არ ნიშნავს ომის დასრულებას. ისინი კვლავ ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას და ჩვენი ხალხისთვის რაც შეიძლება მეტი ტკივილის მიყენებას.
ამიტომ გვჭირდება მხარდაჭერა ყველაფერში, რაც ხელს შეუწყობს სიცოცხლის დაცვას და ამ ომის დასრულებას: საჰაერო თავდაცვისა და ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცების გაძლიერება, ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.
ჩვენი ყველა დიპლომატიური ძალისხმევა ეფექტური რომ იყოს, ჩვენ უნდა მოვახდინოთ აგრესორზე ზეწოლა, რათა მათ დაასრულონ ომი. ომი, რომელიც მათ დაიწყეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.