ზელენსკი: რუსეთისთვის სანქციების 50-დღიანი ვადა დროისა და ადამიანების სიცოცხლის ფუჭად კარგვაა, რადგან პუტინი ტრამპს ატყუებს

„ყოველი დღე ჩვენთვის საშინელებაა“, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „50 დღეს“, რომელიც ტრამპმა პუტინს მისცა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ძალიან მადლიერია დონალდ ტრამპის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის, კერძოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ პოტენციური 100-პროცენტიანი ტარიფებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, თუ მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმებაზე არ დათანხმდება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების 50-დღიანი ვადა დროისა და ადამიანების სიცოცხლის ფუჭად კარგვაა, რადგან, მისი თქმით, პუტინი ტრამპს ატყუებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 50-დღიანი ვადა ნიშნავს მხოლოდ კიდევ უფრო მეტ სიკვდილსა და განადგურებას თითქმის ორი თვის მანძილზე.
„50 დღე ჩვენთვის უბრალოდ საშინელებაა, ყოველი დღე საშინელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.