Loading data...
ზელენსკი: რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოზე იერიშის მიტანას გამოეხმაურა. 

„მათ {რუსებს} არ შეიძლებოდა არ სცოდნოდათ, თუ სად ახორციელებდნენ დარტყმებს. ეს არის რუსეთის მიერ ბავშვებზე, სამედიცინო პერსონალზე, ზოგადად მშვიდობიან მოქალაქეებზე განზრახ თავდასხმა“, - აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, საავადმყოფომ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. 

„დაშავებულებიდან ყველაზე პატარა 8 წლის ბავშვია. დაშავდა ამავე ბავშვის დედა და ძმა. დარტყმის დროს საავადმყოფოში დაახლოებით ასი ადამიანი იმყოფებოდა“, - თქვა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს „არც კი რცხვენია ასეთ ობიექტებს ირჩევს სამიზნედ“. 

„რუსეთი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც არა მხოლოდ ახანგრძლივებს ტერორისტულ ომს, არამედ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ომის დასრულების არც ერთი შესაძლებლობა არ დატოვოს“, - დასძინა ზელენსკიმ.