1777394327
უცხოეთი
ზელენსკი: რუსეთი მობილიზაციის გაფართოებას და ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავს
„ფრონტზე უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი მობილიზაციის გაფართოებისა და ახალი შეტევითი ოპერაციების დასაწყებად ემზადება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვას აქვს რუსეთის გენერალური შტაბის კონკრეტული დოკუმენტები, რომლის თანახმადაც რუსი სამხედროები აღიარებენ, რომ ვერ ასრულებენ საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამოცანებს.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის დანაკარგები დაახლოებით 60%-ს შეადგენს.
ზელენსკი აცხადებს, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავს შემდგომ შეტევით ოპერაციებს და ემზადება მეტი პერსონალის მოსაზიდად, კერძოდ, რუსეთში მობილიზაციის პროცესების გაფართოებით.