Loading data...
ზელენსკი: რუსეთი ახალი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია დაზვერვისგან, რომ რუსეთი ახალი მასობრივი დარტყმებისთვის ემზადება.

„ამჟამად ჩვენ გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსები ახალი მასიური დარტყმებისთვის ემზადებიან, ვესაუბრებით პარტნიორებს სარაკეტო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით, იმ სისტემებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის. მიწოდებები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები დაგვეხმარონ“, - განაცხადა ზელენსკიმ 16 იანვრის საღამოს ვიდეომიმართვისას. 

ინფორმაციისთვის, 9 იანვრის ღამეს რუსეთის არმიამ ლვოვის ოლქზე „ორეშნიკით“ იერიში მიიტანა.