1765116050
უცხოეთი
ზელენსკი - რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 600-ზე მეტი დრონი, 1 200-მდე საავიაციო ბომბი და 70-მდე რაკეტა გამოიყენეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ერთ კვირაში ერთი კვირის განმავლობაში 1600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 70 რაკეტა და 1200 ავიაბომბი გამოიყენეს.
„დღესაც განხორციელდა დარტყმა: 240-ზე მეტი დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოიყენეს უკრაინის წინააღმდეგ, რამაც შვიდი რეგიონი დააზიანა. სამწუხაროდ, სლავიანსკსა და ჩერნიგოვის რეგიონში არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ დაშავებულთა ოჯახებს“, - წერს ტელეგრამზე უკრაინის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა სჭირდება.
„ყველა შეთანხმება უფრო სწრაფად უნდა შესრულდეს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მუშაობს“, - დასძინა ზელენსკიმ.