Loading data...
ზელენსკი - რუსებმა გაზარდეს საბრძოლო ძალა, ისინი დარტყმების დროს მეტ ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ უფრო მეტ ბალისტიკურ რაკეტას იყენებს.

„რუსებმა გაზარდეს საბრძოლო ძალა. ისინი დარტყმების დროს მეტ ბალისტიკურ იარაღს იყენებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, აღჭურვილობის უფრო დიდი რეზერვი და უფრო ეფექტური რეგიონული ოპერაციები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. 

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ევროკავშირთან ერთად მზადდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტი.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვნად მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს ყველა იმ სფეროზე, რომელიც რუსული სამხედრო წარმოების ოპერირების საშუალებას იძლევა“.

„ყველა რუსულ რაკეტას, ყველა რუსულ დრონს აქვს სხვა, კონკრეტული ქვეყნების კონკრეტული კომპონენტები, რომელთა გარეშეც რუსული იარაღი არ იარსებებდა. ამ საკითხზე მუშაობა მნიშვნელოვნად უფრო აქტიური უნდა გახდეს“, - დასძინა ზელენსკიმ.