Loading data...
ზელენსკი - რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან

„რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ხარკოვში რუსების საჰაერო იერიშის შემდეგ სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როდესაც საქმე მოქმედებას ეხება, ისინი იმალებიან. ჩვენი გუნდი ამჟამად აქტიურად ემზადება თურქეთში ვიზიტისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს.“