Loading data...
ზელენსკი: პუტინს არასდროს სურდა მოლაპარაკებები და ომის შეჩერება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს არასდროს სურდა მოლაპარაკებები და ომის დასრულება.

„პირველ რიგში, მათ ეს [სამშვიდობო მოლაპარაკება] არასდროს სურდათ. მე მხოლოდ ჩემს აზრს ვაზიარებ. ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს აშშ-დან ზოგჯერ განსხვავებული შეხედულება აქვთ... სწორედ ამიტომ პუტინს არასდროს სურდა ომის შეჩერება. მათ ეშინოდათ პრეზიდენტ ტრამპის ნაბიჯებისა და ამერიკის მხრიდან ზეწოლის. სწორედ ამიტომ ითამაშა მან ეს თამაში, თითქოს მოლაპარაკებები სურდა“, - განუცხადა CNN-ს უკრაინის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ის კვლავ მიიჩნევს, რომ აშშ-მა პუტინზე დიდი ზეწოლა უნდა მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.

„მას ჩვენგან მხოლოდ ულტიმატუმები სურს, რომ ჩვენი ტერიტორია დავტოვოთ. თუმცა, ის ამით არ გაჩერდება... ეს მისთვის საკმარისი არ არის“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.