Loading data...
ზელენსკი - პუტინის შეჩერება ვერავინ შეძლო, მხოლოდ ტრამპი რჩება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც რუსეთის პრეზიდენტის შეჩერება შეუძლია.

ზელენსკის თქმით, საჭიროა სანქციების დაწესება, რომლებიც საბანკო სექტორს, ჩრდილოვან ფლოტსა და ნავთობის ფასებს შეეხება. 

„პუტინის შეჩერება ვერავინ შეძლო, მხოლოდ ტრამპი დარჩა. მას შეუძლია მისი შეჩერება. მაგრამ ამისთვის პუტინმა ფული უნდა დაკარგოს. პუტინი მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერ შეძლებს თავისი არმიისა და სამხედრო სექტორის გაზრდას. 

ამისათვის საჭიროა სანქციების დაწესება, რომლებიც საბანკო სექტორს, ჩრდილოვან ფლოტსა და ნავთობის ფასებს შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ფასების ლიმიტების შეზღუდვა, რადგან ნავთობი მათი შემოსავლის მთავარი წყაროა“, - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან საუბრისას.