Loading data...
ზელენსკი პუტინის განცხადებაზე - მოსკოვისგან მოვისმინეთ სიგნალები, რომ მომავალ წელსაც ომის გაგრძელებას აპირებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „თუ კიევი უარს იტყვის არსებით მოლაპარაკებებში ჩართვაზე, რუსეთი ისტორიული მიწებს სამხედრო გზით გაათავისუფლებს“. 

ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ ენდოს რუსეთის განცხადებებს, რომ ის ომის დასრულებას ცდილობს.

„დღეს მოსკოვისგან კიდევ უფრო მეტი სიგნალი მოვისმინეთ, რომ ისინი მომავალ წელს ომის გასაგრძელებლად ემზადებიან. ეს სიგნალები მხოლოდ ჩვენთვის არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არა მხოლოდ დაინახონ, არამედ რეაგირება მოახდინონ, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორებმა შეერთებული შტატებიდან“, - განაცხადა საღამოს მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა. 

ინფორმაციისთვის, კრემლის ლიდერმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ „თუ მოწინააღმდეგე მხარე, მათი დასავლელი მფარველები უარს იტყვიან დისკუსიებში ჩართვაზე, რუსეთი ისტორიული მიწების გათავისუფლებას სამხედრო გზით შეძლებს“.

„უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის და გაფართოების ამოცანა, ასევე, თანმიმდევრულად გადაწყდება“, - აცხადებს რუსეთის ლიდერი.