Loading data...
ზელენსკი: Patriot-ისა და Himars-ის ტიპის რაკეტები ნატოს მიერ დაფინანსებულ დახმარების პირველ პაკეტებში შევა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის) ფარგლებში ორი პაკეტი მოიცავს Patriot-ისა და Himars-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ 2 მილიარდი დოლარი სპეციალურად PURL პროგრამისთვის მიიღო.

„ოქტომბერში დამატებით თანხას მივიღებთ. ვფიქრობ, დაახლოებით 3-3,5 მილიარდი დოლარი გვექნება. პირველი ორი პაკეტი თითო 500 მილიონი დოლარი იქნება“, - აღნიშნა მან.

როდესაც ზელენსკის სთხოვეს, დაეზუსტებინა, თუ რა იქნებოდა ამ პაკეტებში, მან უპასუხა, რომ ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებს შეიცავდნენ.

„ეს პაკეტები, დეტალებში არ შევალ, აუცილებლად შეიცავს რაკეტებს Patriot-ისა და Himars-ისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.