Loading data...
ზელენსკი პარიზში ირანის შაჰის შვილს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ირანის ბოლო შაჰის შვილს და ოპოზიციის წარმომადგენელს, რეზა ფეხლევის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ X-ში დაწერა, რომ უკრაინას სურს, რომ „იხილოს თავისუფალი ირანი, რომელიც რუსეთთან არ ითანამშრომლებს“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ამ ომიდან მოგება არ მიიღოს და რომ ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტოს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფეხლევის, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ერთპიროვნულად უჭერს მხარს.

ზელენსკის და ფეხლევის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის და საფრანგეთის ლიდერის, ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. უკრაინა შიშობს, რომ ირანში მიმდინარე ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისგან საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას გადაიტანს. რუსეთი ამჟამად ირანის ახლო მოკავშირეა.