Loading data...
ზელენსკი: ომის გაგრძელების შემთხვევაში, 2026 წლისთვის დამატებით 60 მილიარდი დოლარის მოძიება იქნება საჭირო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ რამდენი ფული დააკლდება უკრაინას, თუ ომი 2026 წლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მან კიევში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ომის დროს, ამ ომის ღირებულება, მაგალითად, დღეს, და რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ერთი წლის ღირებულება 120 მილიარდი დოლარია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ თანხის ნახევარი (60 მილიარდი დოლარი) უკრაინის ბიუჯეტიდან მოდის. ამავდროულად, როგორც პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, მომავალ წელს კიდევ 60 მილიარდი უნდა მოიძიოს.

„ვიმედოვნებ, რომ ამ ომს დავასრულებთ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, გეგმა A მისი დასრულებაა. გეგმა B კი 120 მილიარდია. ამიტომ, ეს დიდი გამოწვევაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ ამბობს, რომ ეს თანხები, ასეთი დიდი თანხა, საჭირო იქნება მშვიდობიან პერიოდში, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის, ან პირველი 10 წლის განმავლობაში საიმედო უსაფრთხოების გარანტიების განხორციელების პირობებში.