Loading data...
ზელენსკი: ომის დასრულებისთვის ზოგიერთი დოკუმენტი ხელმოსაწერად იანვარში იქნება მზად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებული ზოგიერთი დოკუმენტი იანვარში ხელმოსაწერად მზად იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვთავაზობთ: მრჩევლები იანვარში შეხვდნენ ერთმანეთს, ლიდერებიც იანვარში შეხვდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს შესაძლებლობა, ევროპის, აშშ-ისა და უკრაინის ლიდერები იანვარში შეხვდნენ ერთმანეთს. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ხელმოსაწერად იანვარში აუცილებლად მზად იქნება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ დოკუმენტებს გულისხმობდა.

მან დასძინა, რომ ყველაფერი „მხარეების შესაძლებლობებსა და სურვილზეა დამოკიდებული, რომ ხელი მოაწერონ“.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს გადასცა, რომ „პუტინთან შეხვედრის ნებისმიერი ფორმატისთვის“ მზად არის.

„მე არ მეშინია ჩვენი შეხვედრის არცერთი ფორმატის. მთავარია, რომ „რუსებს“ არ ეშინოდეთ“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.