Loading data...
ზელენსკი: ომის დასასრულებლად, რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია

უკრაინა აგრძელებს თავისი დამოუკიდებლობისა და მიწის ბრძოლით დაცვას - ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მალე ორმოცდაათი დღე გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უგულებელყო შეერთებული შტატების წინადადება, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მრავალი მიმართულებით, სიტუაცია კვლავ რთული რჩება.

მხოლოდ შუადღისთვის, ჩვენს პოზიციებზე უკვე თითქმის 70 რუსული თავდასხმა განხორციელდა. ბრძოლები გრძელდება...

უკრაინა თავისი დამოუკიდებლობისა და მიწის დაცვას ბრძოლით აგრძელებს. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ ამ ომის დასასრულებლად, რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია. მალე 50 დღე შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება უგულებელყო.

რეალური დიპლომატიისთვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, - წერს ზელენსკი.