ზელენსკი: ომი უნდა დასრულდეს - რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რომ ომი დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, თუმცა, ამისათვის რუსეთზე სათანადო ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რადგან ის მხოლოდ ზეწოლასა და ძალადობას ხვდება.
უკრაინა პრეზიდენტის თქმით, ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად და აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მართალია - მხოლოდ თავდაცვა ომს ვერ დაასრულებს.
„ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა ომი დასრულდეს. პუტინი მხოლოდ ძალსა და ზეწოლას ხვდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად. პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს: ეს მხოლოდ თავდაცვაში არ უნდა გაკეთდეს. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არ ვამცირებთ ჩვენს ძალისხმევას დიპლომატიაში, რათა მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდეს და სწორედ ისეთი, რაც მშვიდობას მიგვიყვანს“, - აცხადებს უკრაინის ლიდერი.
მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ახლაც მუშაობენ.
„სამხედროები - უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალური შტაბი - მუშაობენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სამხედრო კომპონენტზე. ყოველდღე იქნება პარტნიორების მხრიდან ახალი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად - მე ბევრი დიპლომატიური სამუშაო მექნება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.