Loading data...
ზელენსკი ნატოსგან სულ მცირე „პეტრიოტის“ 7 ბატარეას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოსგან და მოკავშირეებისგან „პეტრიოტის“ სულ მცირე 7 საზენიტო ბატარეას ითხოვს. მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში უკრაინა რუსეთის საჰაერო შეტევების მოგერიებას შეძლებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ამერიკულ საზენიტო სისტემებთან ერთად უკრაინამ სხვა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებიც უნდა მიიღოს. ზელენსკი ამბობს, რომ დახმარების დღევანდელი მოცულობა არის ძალზე შეზღუდული.

ბოლო კვირებში რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშები გაააქტიურა. პარალელურად უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული ძალები შეტევებს განაგრძობენ.

ზელენსკი ამბობს, რომ მხოლოდ ამ წელს რუსეთმა უკრაინას 1200 რაკეტა, 8500 ავიაბომბი ესროლა და მის წინააღმდეგ 1500 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.