Loading data...
ზელენსკი: ნატო აშშ-ის გარეშე თავის წევრებსაც კი ვერ დაიცავს

ნატო ვერ შეძლებს წევრი ქვეყნების დაცვას, თუ შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ევროპა, ნატოს კონტექსტში, ამჟამად ისეთ სიტუაციაშია, სადაც „ან მიიზიდავს აშშ-ს, ან არა“.

„ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ეს ალიანსი - ჩვენ დიაგნოზს არ დავსვამთ, მაგრამ ამერიკის გარეშე ეს ნატო არ არის. ამერიკის გარეშე ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. არა იმიტომ, რომ მათ მისი დაშინება სურთ... მაგრამ, ჩემი აზრით, ის საკუთარი ქვეყნების დაცვასაც კი არ წარმოადგენს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის არმია ამჟამად ევროპაში ყველაზე ძლიერია, სწორედ ამიტომ, ევროპამ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს და დაიცვას.

„რადგან თუ ხვალ აგრესია იქნება, ან თუ ხვალ საფრთხე იქნება და შეერთებული შტატები გააგრძელებს იზოლაციის პოლიტიკას, უკრაინის გარდა ევროპის გაძლიერებას ვერავინ შეძლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.