ზელენსკი: ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო, რომ წითელ პარასკევს სარაკეტო იერიში მიიტანო ქალაქზე

„ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო, წითელ პარასკევს მსგავსი დარტყმები განახორციელო“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას.
მან აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, დაშავდა - ასზე მეტი ადამიანი.
„რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. წინასწარი ეს იყო ისკანდერის რაკეტები. ერთ-ერთი რაკეტა ჰაერში აფეთქდა პირდაპირ საცხოვრებელ ზონაში, მეორე კი საწარმოს ტერიტორიაზე.
ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე - წითელ პარასკევს, აღდგომის წინ. როდესაც პარტნიორებს მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ამ რუსული ბოროტებისგან დაცვა, ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე, - მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს.
არ უნდა იყოს ისე, რომ რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად. დახმარება - ქრისტიანულია. მით უმეტეს როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა - დახმარების. არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაც ტერორისტს რატომღაც შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა. რუსეთი, როგორც მინიმუმ მკაცრ სანქციებს იმსახურებს, რაც სასჯელია ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს“, - აღნიშნავს ზელენსკი.