Loading data...
ზელენსკი: მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, მდგრადი და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„კარგია, რომ საუბარი იყო სრულიად კონსტრუქციული. უკრაინა მოწოდებულია სწრაფად გადავიდეს მშვიდობისაკენ.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, გამძლე და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდებს, რათა სამხედრო დახმარება და დაზვერვის გაზიარება განახლდა.

ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს აცნობეს უკრაინის პრინციპული პოზიციები. უკრაინა მზად იყო საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა მისი გაფართოება ხმელეთზე.

უკრაინა მიესალმება ამ წინადადებას. განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.