Loading data...
ზელენსკი: მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ უნგრეთის ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ არის

უნგრეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც არ არის კრემლის მმართველის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირე.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა უნგრეთის საზოგადოებაში ანტიუკრაინულ განწყობებს ავრცელებს.

„ჩვენ არანაირად არ ვავრცელებთ ნეგატივს, სიძულვილს ან უპატივცემულობას უნგრელი ხალხის ან ეროვნული უმცირესობების მიმართ, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და ეს ყველამ იცის, განსხვავებით იმისგან, რაც უნგრეთში მოქმედი მთავრობის ინიციატივით ხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ მას არ შეუძლია თქვას, რა მოხდება, თუ უნგრეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ არის.

„ჩვენ ვიმუშავებთ უნგრეთის ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, უნგრეთში ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც სურს მუშაობა, უკრაინასთან მშვიდობიანად ცხოვრება, არ დაბლოკონ ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი და იყვნენ კარგი მეზობლები. ჩვენ მზად ვართ მეგობრულად ვიმუშაოთ, თუ ეს ადამიანი არ იქნება პუტინის, კერძოდ, აგრესორი სახელმწიფოს მოკავშირე“ - დასძინა ზელენსკიმ.