ზელენსკი: „მსურველთა კოალიცია“ 3 იანვარს უკრაინაში საკონსულტაციო დონეზე შეიკრიბება
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნები საკონსულტაციო დონეზე შეხვედრას უკრაინაში გამართავენ.
როგორც ზელენსკიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა „მსურველთა კოალიციის“ წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან საუბრის შემდეგ მას შესაბამისი შეთანხმების შესახებ აცნობა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინაში შეხვედრა 3 იანვარს არის დაგეგმილი.
„ამის შემდეგ მალევე ჩვენ ლიდერების დონეზე ვისაუბრებთ — შეხვედრები აუცილებელია. ჩვენ ვგეგმავთ, ისინი 6 იანვარს საფრანგეთში ჩავატაროთ“, - დასძინა ზელენსკიმ.
მან ასევე გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან საუბრის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მან და უმეროვმა „მოლაპარაკებებში შემდეგი ნაბიჯები და პრიორიტეტები განიხილეს“.
Щойно Рустем Умєров доповів про домовленість із радниками з національної безпеки країн Коаліції охочих про зустріч уже найближчим часом. Плануємо на 3 січня в Україні. Незабаром після цього будемо говорити вже на рівні лідерів – зустрічі потрібні. Плануємо 6 січня у Франції.…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 30, 2025