Loading data...
ზელენსკი „მშვიდობის გლობალურ სამიტზე“: რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, მაშინ ომიც არ იქნებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მშვიდობის გლობალურ სამიტზე“ შეთანხმებული სამოქმედო გეგმა გადაეცემა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, რათა ომის რეალური დასასრული დაფიქსირდეს მეორე სამშვიდობო სამიტზე.

„რუსეთი ახლა აქ არ არის წარმოდგენილი. რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, ომი არ იქნებოდა. ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მთლიანად მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება მისი ნამდვილად, მყარად მიღწევა. ჩვენთვის საფუძველს გაეროს ქარტია წარმოადგენს. ხოლო შემდეგ, როდესაც ყველას მიერ შეთანხმებული და ერებისთვის გამჭვირვალე სამოქმედო გეგმა მაგიდაზე იქნება, ის გადაეცემა რუსეთის ფედერაციას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, შვეიცარიაში 15-16 ივნისს „მშვიდობის გლობალური სამიტი“ იმართება.