Loading data...
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლამდე შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლამდე შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ „ევრონიუსის“ ეთერში განაცხადა.

ზელენსკის ჰკითხეს როგორ ხედავს ის უკრაინის ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანების შანსებს.

„მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირში კიდევ უფრო ადრე იქნება, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია“, - თქვა ზელენსკიმ.

მეორე კითხვაზე მან აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, სურს იყოს უკრაინის პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტობის დროსაც უკრაინა შეუერთდა ევროკავშირს.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩემთვის პრიორიტეტია. მთავარია, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება შეძლოს. ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი“, - განაცხადა.