ზელენსკი მელონისთან შეხვედრაზე: განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები შეიმუშავებენ ჩვენს ქვეყნებს შორის დრონების შესახებ შეთანხმების სპეციფიკას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და საჰაერო სივრცის დამატებითი დაცვის აუცილებლობა განიხილა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მელონისთან მოლაპარაკებების დროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაც განიხილეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები შეიმუშავებენ ჩვენს ქვეყნებს შორის დრონების შესახებ შეთანხმების დეტალებს“, - დასძინა მან.
გარდა ამისა, ზელენსკიმ და მელონიმ ისაუბრეს ირანში ომის გამო ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში შექმნილ ვითარებაზე.
„ჩვენ გავცვალეთ რეგიონის ლიდერებთან ჩვენი საუბრებიდან მიღებული შთაბეჭდილებები და შევაფასეთ ძირითადი საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის შემდეგ უსაფრთხოება გაიზარდოს და არა შემცირდეს და ყველა ერის ინტერესები დაცული იყოს. როგორი იქნება უსაფრთხოება ამ ომის შემდეგ, გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხია. ახლა კი, განსაკუთრებით ევროპაში, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ კოორდინირებულად, რათა დავიცვათ როგორც ჩვენი ინტერესები, ასევე ჩვენი ცხოვრების წესი“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
During our meeting, I informed the head of Italian government, Giorgia Meloni, about the battlefield situation and our needs for strengthening the protection of skies. We discussed defense cooperation and agreed that our teams will work out the specifics of a drone deal between… pic.twitter.com/xMJ7AauyaD
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 15, 2026