Loading data...
ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: მშვიდობა ნამდვილად საიმედო უნდა გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას ყურადღება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე გამახვილდა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაკრონთან ელისეის სასახლეში მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა მრავალი დეტალი. ძირითადი აქცენტი ომის დასრულების მოლაპარაკებებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე გაკეთდა. მშვიდობა ნამდვილად საიმედო უნდა გახდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახლა ყველა მსოფლიო ლიდერის აქტივობა მნიშვნელოვანია, რადგან დიპლომატიური ძალისხმევის წარმატება და მდგრადი მშვიდობის დამყარების სიჩქარე ამაზეა დამოკიდებული.

„ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია თითოეული ლიდერის ჩართულობაზე. დღეს ჩვენ სხვა ლიდერებთანაც ვისაუბრებთ“, - დასძინა ზელენსკიმ.