ზელენსკი-მაკრონის შეხვედრა დასრულდა - „საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გვჭირდება“
პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „დიპლომატიასა და ხელშესახებ დახმარებაზე“, მათ შორის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ტელეგრამზე იტყობინება.
„პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ უკრაინის რეალური შესაძლებლობები რუსული ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმებს არ წყვეტს. ახლა ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გვჭირდება. ყველა შეხვედრას კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ზელენსკი.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მაკრონთან საუბრის შემდეგ, ზელენსკი პარიზში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფს და ჯარეც კუშნერსაც შეხვდება.
შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს „მსურველთა კოალიციის“ - უკრაინის დასავლელი მოკავშირეების დახურულ სამიტში, სადაც კიევისთვის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების განხილვას გეგმავენ.
„ჩვენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.