ზელენსკი: ლუკაშენკომ აშშ-თან შეთანხმებით, გაათავისუფლა რამდენიმე პატიმარი, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები
ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, გაათავისუფლა რამდენიმე პატიმარი, მათ შორის უკრაინის ხუთი მოქალაქე. ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, ბელარუსში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების გასათავისუფლებლად სპეციალური ზომების მომზადების შესახებ განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური როლისა და ჩვენი სადაზვერვო სააგენტოების თანამშრომლობის წყალობით, ამჟამად დაახლოებით ასი ადამიანია გათავისუფლებული, მათ შორის ხუთი უკრაინელი. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში ჩვენი მეზობლების სპეციალური სამსახურებიც არიან ჩართულნი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ შესაბამის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააძლიერონ მუშაობა რუსეთში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე.
„რათა ახალი წლისთვის უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება მოხდეს. ჩვენ გვახსოვს ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ტყვეობაშია“, - აღნიშნა მან.