Loading data...
ზელენსკი: კიევში 1200-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის სხვადასხვა რაიონში 1200-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება. 

„ჩვენ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურთან და თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსრულებული „შაჰიდების“ უფრო ეფექტურად ჩამოსაგდებად“, - წერს ზელენსკი ტელეგრამზე. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსების 328 დრონიდან 297 ჩამოაგდეს.