ზელენსკი: კიევმა სლოვაკეთს გაზთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა, მაგრამ ფიცომ ის ამპარტავნულად უარყო
უკრაინამ სლოვაკეთს რუსული გაზიდან ლურჯი საწვავის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლაში დახმარება შესთავაზა, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ შეთავაზება „ამპარტავნულად უარყო“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გააფრთხილეს, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებისთვის უნდა მომზადებულიყო და რომ „არაფრის კეთება და ლოდინი გამოსავალი არ იყო“. ზელენსკის თქმით, ახლა ფიცო იყენებს „პიარს, ტყუილებს და ხმამაღალ ბრალდებებს“, რათა სლოვაკეთის გაზის პრობლემის გამო სხვები დაადანაშაულოს.
„მაგრამ რეალური პრობლემა ის არის, რომ მან ფსონი მოსკოვზე დადო და არა საკუთარ ქვეყანაზე, არა გაერთიანებულ ევროპასა და რა თქმა უნდა, არა საღ აზრზე. ეს თავიდანვე წაგებული ფსონი იყო.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროპაში ენერგომომარაგების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაცია, ევროკომისიასთან თანამშრომლობა და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის განხორციელება კონტინენტზე ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ დაეხმარება იმ გამოწვევების მოგვარებას, რომელიც გარკვეული ევროპელი ფიგურების შორსმჭვრეტელობით არის გამოწვეული“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
It’s good that Slovakia’s Prime Minister Fico has finally returned from his vacation at a luxurious hotel in Vietnam and is now in Bratislava. For him, personally, it must be challenging—switching from living in luxury to now trying to fix his own mistakes. It was an obvious…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 12, 2025