ზელენსკი: კიევი იბრძოლებს, რათა შეძლოს ყველა გაყინული რუსული აქტივის გამოყენება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და „სისულელე“ უწოდა.
„კიევი იბრძოლებს, რათა შეძლოს ყველა გაყინული რუსული აქტივის გამოყენება ომის შემდგომ რეკონსტრუქციისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნეს გამოყენებული.
„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნეს გამოყენებული“, - აღნიშნა პუტინმა.