Loading data...
ზელენსკი: გვსურს [უცხოური] კონტინგენტი ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს იყოს, რა თქმა უნდა, არავის სურს წინა ხაზზე ყოფნა, თუმცა უკრაინელებს სურთ, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით იდგნენ, ეს ლოგიკურია

უკრაინის მოკავშირეებმა მომავალში თავიანთი კონტინგენტები საბრძოლო მოქმედებებთან უფრო ახლოს, იდეალურ შემთხვევაში კი ფრონტის წინა ხაზზე უნდა განალაგონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„საფრანგეთსა და ბრიტანეთს შეუძლიათ თითო ბრიგადის გამოყოფა. ჩვენი შეფასებით, ეს 5000-მდე ადამიანი იქნება. ასევე არსებობს სიგნალები სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც მზად იქნებიან, უკრაინა თავიანთი კონტინგენტით გააძლიერონ. ჩვენ გვსურს, რომ [უცხოური] კონტინგენტი ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პოლონელებს არ დაუდასტურებიათ თავიანთი მონაწილეობა, მაგრამ თუ ვარშავა თავისი კონტინგენტის ლვოვში ყოფნას შესთავაზებს, უკრაინას ეს არ სჭირდება.

„მაშინ უკეთესი იქნება, პოლონეთმა უზრუნველყოს ლოგისტიკა თვითმფრინავებისთვის, საჰაერო თავდაცვისთვის, რათა მტრის საჰაერო სამიზნეები მეზობელი სახელმწიფოებიდან ჩამოაგდონ. რა თქმა უნდა, არავის სურს წინა ხაზზე ყოფნა. თუმცა უკრაინელებს სურთ, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით იდგნენ. ეს ლოგიკურია“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.