Loading data...
ზელენსკი: გეგმის 20 პუნქტი არსებობს, შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გეგმის 20 პუნქტი არსებობს - შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის. 

„ჩვენი მთავარი მიზანი სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულებაა. ამ ეტაპზე ომი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დიპლომატიის გზით გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენი გუნდი მაიამიდან ბრუნდება. დეტალებს დღეს ღამე გაგვაცნობენ. ჩემი აზრით, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც პირველი პროექტისთვის უნდა გაგვეკეთებინა, უკვე მზად არის. გეგმის 20 პუნქტი არსებობს. შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინას, ევროპელებისა და აშშ-ის მიერ შემუშავებულია უსაფრთხოების გარანტიები, ეს ეხება ჩარჩო დოკუმენტს.

„ჩვენსა და აშშ-ის შორის არსებობს ცალკე დოკუმენტი – ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენი აზრით, ეს უნდა განიხილებოდეს აშშ-ის კონგრესში, ზოგიერთი დეტალი გასაიდუმლოებულია. მე ვნახე პირველი სამუშაო ვერსია. სიმართლე გითხრათ, მათი თითქმის 90% სწორედ ისაა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია – რასაც უნდა ელოდოს ჩვენი არმია და უკრაინა ასეთი გარანტიების ხელმოწერის შემდეგ, თუ რამდენად ძლიერები შეგვიძლია ვიყოთ“, - აცხადებს ზელენსკი.