Loading data...
ზელენსკი: ევროპა უნდა გაერთიანდეს რეალური მშვიდობის მისაღწევად

„ევროპა უნდა გაერთიანდეს რეალური მშვიდობის მისაღწევად“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპა „ისეთივე ერთიანი იყოს ახლა“, როგორც იყო 2022 წელს ომის დაწყებისას და რომ ეს ხელს შეუწყობს „ნამდვილი მშვიდობის“ მიღწევას.

„პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა არ ვიცით“, - დასძენს ის.

მისი თქმით, მათ განხილვას დრო დასჭირდება, თუმცა „ამის გაკეთება იარაღის ზეწოლის ქვეშ შეუძლებელია.“.

როგორც ზელენსკი აცხადებს, საჭიროა უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი სამიტი, თუმცა რუსეთი „არანაირ ნიშანს“ არ იძლევა, რომ ეს მოხდება.

და თუ რუსეთი უარს იტყვის, მაშინ ახალი სანქციები უნდა დაწესდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, მადლიერია ტრამპისა და აშშ-ის, რომ დათანხმდნენ ევროპასთან თანამშრომლობას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა „არ არსებობს დეტალები, თუ როგორ იმუშავებს ეს“.

„როგორც ნატოს მე-5 მუხლი, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების გარანტიების ნაწილად მივიჩნევთ“, - დასძენს ზელენსკი.