ზელენსკი: დონბასში უკრაინელები ყოველდღიურად ანადგურებენ ოკუპანტებს

უკრაინელი სამხედროები დონეცკის მიმართულების დაცვას აგრძელებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგეს ყოველდღიურად ანადგურებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მან სამხედროებისგან ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„პირველ რიგში, დონეცკის მიმართულებასთან - პოკროვსკთან, სხვა მნიშვნელოვან ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს. ყოველდღიურად ვანადგურებთ ოკუპანტებს. მადლობა ჩვენს თითოეულ დანაყოფს მათი სიმტკიცისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არმიას შემოდგომისთვის საკმარისი იარაღი ჰქონდეს.
„იქნება შეხვედრები, გვექნება კონტაქტები პარტნიორებთან“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.