ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დაუნინგ სტრიტზე“, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მივიდა, სადაც მას კირ სტარმერი დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, პრესის კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე, რის შემდეგაც ისინი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის რეზიდენციაში შევიდნენ.
შეხვედრა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე გაიმართა, სადაც ისინი უკრაინაში ომის დასრულებას განიხილავენ.
ზელენსკიმ, სტარმერმა და ევროპელმა ლიდერებმა 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტთან ტელეფონით ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება უკრაინის გარეშე და რომ ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის დარეგულირების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.