Loading data...
ზელენსკი დღეს კოპენჰაგენში ევროპელ ლიდერებს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2 ოქტომბერს, კოპენჰაგენში ევროპელ ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა. 

ასევე, უკრაინული მედია წერს, გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი დღეს ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, რომელსაც დაახლოებით 50 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე ევროკავშირის ლიდერები დაესწრებიან.

სახელმწიფოს მეთაური ასევე გამართავს ერთობლივ პრესკონფერენციას დანიის პრემიერ-მინისტრთან, სადაც ის ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შედეგებს გააცნობს.

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის მომავალთან დაკავშირებით პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის პლატფორმაა, რომელიც 2022 წელს დაარსდა.