1756892907
უცხოეთი
ზელენსკი დღეს დანიასა და საფრანგეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 3 სექტემბერს დანიასა და საფრანგეთს ეწვევა, სადაც, როგორც უკრაინული მედია წერს, „რუსეთზე მკაცრი ზეწოლის ზომებს განიხილავს“.
„ამ დღეებში ჩვენს პარტნიორებთან ძლიერი ზეწოლის ზომების აუცილებლობაზე ვისაუბრებთ. რამდენიმე საათში დანია, უკრაინა - ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების სამიტი დაიწყება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა თავდასხმა რეალურ რეაგირებას მოითხოვს.