ზელენსკი: ჩვენი დელეგაცია ჟენევიდან ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი, ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებსა და ვადებს განვსაზღვრავთ
„ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, განვიხილეთ დიპლომატიური და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი, მადლიერი ვარ რჩევებისა და მხარდაჭერისთვის. ნორვეგია, როგორც ყოველთვის, გვეხმარება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს.
„პრემიერ-მინისტრს ჟენევაში მრჩევლების მუშაობის საწყისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ახლა ჩვენი დელეგაცია სახლში ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი ჟენევაში მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორების ძირითადი აქცენტების შესახებ. ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებსა და ვადებს განვსაზღვრავთ. ჩვენ ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ საჭირო შედეგებს მივაღწევთ“, - აცხადებს ზელენსკი.
I had a call with the Prime Minister of Norway, @jonasgahrstore. We discussed the diplomatic situation and bilateral cooperation. I am grateful for the advice and support – Norway, as always, is helping.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 24, 2025
I briefed the Prime Minister on the initial results of the advisers’ work…